|
დასახელება:
ტენდერებისა და კონტრაქტების მენეჯერის თანაშემწე
|
| მომწოდებელი:
Award
|
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
კომპანია "AWARD" ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.
პოზიციის დასახელება: ტენდერებისა და კონტრაქტების მენეჯერის თანაშემწე
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00-19:00)
ხელფასი: 2200-2500 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები:
** ტენდერების მოძიება და ანალიზი.
** სატენდერო დოკუმენტაციის სრულფასოვანი მომზადება.
** კონტრაქტების, წერილების და დანართების მომზადება.
** დოკუმენტაციის კონტროლი და სისტემატიზაცია.
** დეპარტამენტებთან კოორდინაცია.
** დამკვეთებთან და ქვეკონტრაქტორებთან კომუნიკაცია.
** ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი.
აუცილებელი მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება ტენდერების ან კონტრაქტების მიმართულებით.
** არანაკლებ 10 დასრულებულ ტენდერში მონაწილეობა (დოკუმენტაციის მომზადების დონეზე).
** ტენდერის დოკუმენტაციის დამოუკიდებლად აწყობის უნარი.
** Excel და Word - კარგად ცოდნა.
** ქართულ ენაზე გამართული წერითი კომუნიკაცია.
** დოკუმენტებთან მუშაობის მაღალი სიზუსტე.
** ერთდროულად რამდენიმე პროცესის მართვის უნარი.
სასურველია:
** ინგლისური ენა (B1+).
** სახელმწიფო შესყიდვების პორტალთან მუშაობის გამოცდილება.
** სამშენებლო/ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 28/05/2026.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|