|
დასახელება:
მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი - გერმანულენოვანი
|
| მომწოდებელი:
ამელიკა
|
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
ჩვენ, კომპანია "Amelika LLC" ვეძებთ თანამშრომელს ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი კლიენტის ონლაინ მაღაზიის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდში.
სტუდენტური სამუშაო: მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი (ნახევარი განაკვეთი)
ჩვენს შესახებ:
კომპანია "ამელიკა" 2022 წელს თბილისში დაარსდა მისი გერმანელი მმართველი დირექტორის, თორსტენ ტოპფერის მიერ. დღესდღეობით ჩვენი გუნდი 7 ადამიანისგან შედგება. ჩვენ ვართ ახალგაზრდა გუნდი თანამედროვე კორპორატიული კულტურით, ბრტყელი იერარქიითა და მუშაობის გერმანული სისტემით. ამჟამად ვმუშაობთ სხვადასხვა გერმანულ კომპანიასთან და ახლა ვეძებთ თანამშრომელს გერმანული ონლაინ მაღაზიისთვის.
ჩვენი მოთხოვნები:
შენ ხარ შესაფერისი კანდიდატი, თუ:
** ფლობ გერმანულ ენას უმაღლეს დონეზე (მინიმუმ B2);
** ხარ ტიპური "Allrounder"-ი და "Digital Native" (ტექნოლოგიებთან შენობით მყოფი) — გაქვს სურვილი, აიღო პასუხისმგებლობა მომხმარებელთა მომსახურებასა და "შენი" ონლაინ მაღაზიის სხვა მომიჯნავე სფეროებზე;
** გაინტერესებს ონლაინ მაღაზიის პროცესები და შეგიძლია მომხმარებლების მხარდაჭერა როგორც ელ-ფოსტით, ასევე ტელეფონით;
** გაქვს ამბიცია, შეისწავლო დამატებითი ფუნქციები (მაგალითად: შეკვეთების დამუშავება და პროდუქციის მართვა);
** გსიამოვნებს ახალი რაღაცების სწავლა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
ამჟამად მაღაზიის ERP-სისტემა (მართვის სისტემა) განახლების პროცესშია. საწყის ეტაპზე დაგვჭირდება შენი დახმარება ამ პროცესში, რაც საშუალებას მოგცემს, საფუძვლიანად შეისწავლო ახალი სისტემა.
რას გთავაზობთ:
** თანამედროვე სამუშაო სივრცეს თბილისის ცენტრში;
** მიმზიდველ ანაზღაურებას, შენი პასუხისმგებლობის შესაბამისად;
** World Class ფიტნეს ცენტრის აბონემენტს (გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ);
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს (სამუშაო საათებს მოვარგებთ შენს საუნივერსიტეტო განრიგს);
** სასიამოვნო და მეგობრულ გუნდს, რომელიც შედგება გერმანულენოვანი (და ქართველი) კოლეგებისგან;
შესაძლებლობას, კიდევ უფრო განავითარო წარმატებული კვების პროდუქტების ონლაინ მაღაზია (მაგ: პროტეინები, სახამებელი და მინერალები).
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@amelikasolutions.com სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|