|
დასახელება:
მოლარე-რეგისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკათა ქსელი
|
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
"ადეიშვილის კლინიკა" აცხადებს რეგისტრატორის ვაკანსიას ქ.ქუთაისში.
სამუშაო გრაფიკი: 8 სთ კვირაში 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
** პაციენტის ბარათის გახსნა და რედაქტირება ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** დარეგისტრირებული პაციენტების შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
** პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
** მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო ხელმძღვანელისა და მენეჯმენტის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რელევანტური გამოცდილებით;
** MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ მითითებულ ელ ფოსტაზე: adeishviliclinic@gmail.com
გთხოვთ, ელ ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რათა შესაბამის ვაკანსიაზე განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.
"ადეიშვილის კლინიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|