Робота для біженців з України
დღის დასუფთავების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღის დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: აბანოთუბანი გრუფი
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.

"აბანოთუბანი ჯგუფში" ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კანდიდატებს დღის დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 1 დღე
ანაზღაურება: 1200₾-1500₾ (ზრდის პერსპექტივით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაბამისი სივრცის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ჩვენთან დაგხვდებათ:

** მზარდი ანაზღაურება,
** სამედიცინო დაზღვევა,
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა,
** შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა

ჩვენ ვამუშავებთ, რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: hr.abanotubanigroup@gmail.com, რეზიუმეს გამოგზავნისას "თანახმა ვარ". ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე