|
დასახელება:
მასაჟის და სპა მომსახურების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
აბანოთუბანი გრუფი
|
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.
"აბანოთუბანი ჯგუფში" ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კანდიდატებს მასაჟის და სპა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.
მასაჟის და სპა მომსახურების სპეციალისტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
** ანტიცელულიტური მასაჟი
** სამედიცინო მასაჟი
** ანტისტრესული მასაჟი
** შოკოლადი/სკრაბით მასაჟი
** სახის მასაჟი
** სამუშაო სივრცის მოწესრიგება/დასუფთავება
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია მასაჟის შესწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა;
** მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** პაციენტებისთვის პოზიტიური გარემოს შექმნის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურობა/კოლეგიალობა;
** სასურველია რეკომენდაციები დამსაქმებლისგან
ჩვენთან დაგხვდებათ:
** მზარდი ანაზღაურება,
** სამედიცინო დაზღვევა,
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა.
ჩვენ ვამუშავებთ, რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.
თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: hr.abanotubanigroup@gmail.com, რეზიუმეს გამოგზავნისას "თანახმა ვარ". ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.
|
|
|
|