|
დასახელება:
ციფრული ზრდის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქლინ ქლინ
|
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
Clean Clean არის კორპორაციული მომსახურების ჰაბი, რომელიც ორ ძირითად საჭიროებას ერთდროულად აგვარებს: პრემიუმ კლასის დასუფთავების სერვისს და ჰიგიენური თუ საკანცელარიო პროდუქციის ოპერატიულ დისტრიბუციას.
ჩვენი მიზანია, როგორც კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს შევუქმნათ სუფთა სამუშაო გარემო და სრულად ვიზრუნოთ მათ ყოველდღიურ მარაგებზე, რაც პარტნიორებს საშუალებას აძლევს, დაზოგონ დრო და რესურსი.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
გაყიდვებიდან.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კონტენტის შექმნა და მართვა: სოციალური არხების სტრატეგიული მართვა და კვირაში ერთი ვიდეო-რგოლის მომზადება (იდეიდან მარტივ მონტაჟამდე).
** კომუნიკაცია და გაყიდვები: პოტენციურ კლიენტებთან აქტიური მიმოწერა, მათი კონსულტირება და დაინტერესების რეალურ გაყიდვად გადაქცევა.
** შედეგზე ორიენტირებული რეკლამა: სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია (Meta Ads Manager).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** საბაზისო დიზაინისა და მობილური ფოტოგრაფიის უნარები
** Ads Manager-ის პრაქტიკული ცოდნა
რას გთავაზობთ:
** ინვესტიციას შენს ცოდნაში: თუ იპოვი კურსს ან ვორქშოპს, რომელიც დაგეხმარება საქმის უკეთ კეთებაში, ჩვენ მას სიამოვნებით დაგიფინანსებთ.
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@cleanclean.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
|
|
|
|