|
დასახელება:
შეკვეთის შემგროვებელი
|
| მომწოდებელი:
მაქსიმა
|
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://maxima.ge/
კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთის შემგროვებლის პოზიციაზე.
სამუშაოს გრაფიკი: 09:30-19:00 (ორშაბათი-პარასკევი);
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
ლოკაცია: ქ. ბათუმი, ხახულის II შესახვევი ქN71;
ანაზღაურება: 1200-1700 ლარი (გამომუშავება)
ჩვენი ბენეფიტი:
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ჩანგლური დამტვირთველის მართვის გამოცდილება.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** შეკვეთის შემგროვებელი პასუხისმგებელია მიღებული შეკვეთის დროულად და სწორად მომზადებაზე, შეკვეთაში აღწერილი მასალების (საქონლის) მომხმარებლისთვის დროულად მიწოდებაზე;
** საქონლისა და მომსახურების მიწოდება განახორციელოს სწორად, მომხმარებლის მიერ მიწოდებული დოკუმენტის შესაბამისად, გადაამოწმოს როგორც შიდა გადაზიდვის ასევე კონტაქტორ კომპანიებზე გამოწერილი ზედნადები და მის მიხედვით მოახდინოს ტვირთის გაგზავნა/მიღება.
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
** თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** დაკვირვებული და პასუხისმგებლიანი;
** გუნდში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "შეკვეთის შემგროვებელი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია.
შემოგვიერთდით!
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|