|
დასახელება:
ლოგისტიკის სპეციალისტი - საწყობის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
ჰუალინგ ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის "თბილისის ზღვის ახალი ქალაქი" გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" -ის ოლიმპიური სოფელი და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" არის განთავსებული.
"ჰუალინგ ჯგუფის" წევრი კომპანია "Hualing International Special Economic Zone" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის სპეციალისტის (საწყობის თანამშრომელი) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას N 22, ჰუალინგ პლაზა
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი) 09:30 -18:30
ბენეფიტები - ჯანმრთელობის დაზღვევა
ფუნქცია-მოვალეობები:
** საქონლის/მასალების მიღება, შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება - მიღების პროცედურების განხორციელება დოკუმენტაციის სიზუსტით.
** პროდუქციის სწორად განთავსება და შენახვის წესების დაცვა - ინვენტარის ორგანიზება და სტანდარტების დაცვა.
** სასაწყობე ნაშთების აღრიცხვა და კონტროლი - მარაგების მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი.
** საქონლის დროული გაცემის უზრუნველყოფა მოთხოვნის შესაბამისად - საჭიროების შემთხვევაში განაწილება.
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობა - მარაგების პერიოდული შემოწმება და დოკუმენტირება.
** საწყობის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა - უსაფრთხო და ორგანიზებული სამუშაო გარემოს დაცვა.
** უსაფრთხოების და შიდა რეგულაციების დაცვა - სამუშაო პროცესში შიდა წესების და კანონმდებლობის შესრულების უზრუნველყოფა.
** ხარვეზებისა და დეფიციტის დროული დაფიქსირება ხელმძღვანელთან - პრობლემების სწრაფი იდენტიფიკაცია და შეტყობინება.
** შიდა სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა - პროცესების შესაბამისობა ორგანიზაციულ და უსაფრთხოების ნორმებთან.
ძირითადი მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** შესაბამის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** უცხო ენები: რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე ფოტო სურათით (CV) შემდეგ მისამართზე: hr@hualing.ge არაუგვიანეს 2026 წლის 8 მაისის ჩათვლით.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|