|
დასახელება:
მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
ნავთობკომპანია ქონექთი
|
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 25 მაისი
|
ნავთობკომპანია "ქონექთი" (Connect) 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ფლობს 140-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს და 2025 წლიდან ოპერირებს საკუთარი ნავთობტერმინალით, რაც იმპორტისა და დისტრიბუციის სრული ციკლის მართვის შესაძლებლობას გვაძლევს.
"ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრაზე, კომპანიის კომერციული ეფექტიანობის ზრდაზე, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებასა და გაყიდვების შედეგების მაქსიმიზაციაზე.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ;
** ანაზღაურება: კონკურენტული (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად);
** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ახალი ბაზრების განვითარება;
** ბრენდის პოზიციონირების, ცნობადობისა და მომხმარებელთა ლოიალობის ზრდაზე მუშაობა;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და ეფექტიანობის შეფასება;
** გაყიდვების გუნდის მართვა, მიზნების განსაზღვრა და შედეგების მონიტორინგი;
** პარტნიორებთან, კორპორაციულ კლიენტებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა;
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი;
** გაყიდვებისა და მარკეტინგის KPI-ების კონტროლი და ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია გამოცდილება ნავთობპროდუქტების, FMCG ან Retail სექტორში;
** ლიდერული და მენეჯერული უნარები;
** მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა;
** MS Office-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
** მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
თუ გსურთ გახდეთ სწრაფად მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2026 წლის 25 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეconინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|