Робота для біженців з України
გაყიდვების ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ასისტენტი
მომწოდებელი: Aura Homes
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
კომპანია "Aura Homes", რომელიც სწრაფად მზარდი უძრავი ქონების სააგენტოა და მუშაობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, თავის გუნდში ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე, კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივით.

ანაზღაურება: 700 ლარი ფიქსირებული + 5% გაყიდვებიდან (1000-2000 ლარამდე)

მოვალეობები:

** კლიენტებთან კომუნიკაცია (ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხი)
** შემომავალი და გამავალი ზარების განხორციელება
** კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია
** უძრავი ქონების ბაზების მართვა და განახლება
** ბაზიდან ინფორმაციის გაზიარება გუნდის წევრებისთვის
** ონლაინ პლატფორმებზე ობიექტების მოძიება და განთავსება
** გაყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა ოპერაციული თასქების შესრულება

გეძებთ შენ თუ ხარ:

** კომუნიკაბელური და პოზიტიური
** განვითარებაზე ორიენტირებული და მოტივირებული
** მიზანდასახული - გინდა გაიზარდო და დროთა განმავლობაში გახდე უძრავი ქონების სპეციალისტი
** პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული
** ინგლისურის ცოდნა (საწყისი დონეც საკმარისია - ჩაითვლება პლუსად)

რას მიიღებ ჩვენგან:

** სრულფასოვან ტრენინგს უძრავი ქონებისა და გაყიდვების მიმართულებით
** რეალურ კარიერულ ზრდას (10-12 თვეში სპეციალისტის პოზიციაზე გადასვლის შესაძლებლობა)
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს
** თანამედროვე სამუშაო ინსტრუმენტებსა და სისტემებზე წვდომას
** სამოტივაციო ბონუსებს და აქტივობებს

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScOnXupMvUckuu2tyzn_9YVuZ5pbu8Oor535GvcM8TgtF3ftA/viewform?usp=header
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე