Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=717142&print=yes&view=jobs
 
ინსტალატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინსტალატორი
მომწოდებელი: East Point Tbilisi
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
"ისთ ფოინთი" აცხადებს ვაკანსიას ი.ტ. ინფრასტრუქტურის დეპარტამენტში ინსტალატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მონიტორინგი და ინსტალაცია
** სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის ინსტალაცია
** პარკინგის სისტემის მონიტორინგი
** ოპტიკური კაბელების ტესტირება და ტექნიკური შემოწმება
** ქსელური (UTP/FTP) და ოპტიკური კაბელების მონტაჟის სამუშაოების შესრულება
** ქსელური აპარატურის ფიზიკური ინსტალაცია (ჭერზე/კედელზე მონტაჟი)
** სასერვერო "რეკებში" სხვადასხვა ტიპის ტექნიკური სამუშაოების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციების ან დაკავშირებულ სფეროში (დასაშვებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია)
** ვიდეოსამეთვალყურეო (CCTV), სახანძრო სიგნალიზაციის და უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** ქსელური საფუძვლების ცოდნა (IP, TCP/IP, LAN/WAN)
** სასერვერო ინფრასტრუქტურასთან მუშაობის საბაზისო ცოდნა (rack, patch panel, cable management)
** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი

ანაზღაურება: 1500 ლარი net
ლოკაცია: ალ. თვალჭრელიძის 2, ტექნიკური სამსახური

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@eastpoint.ge

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 10 მაისი 2026.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია