Робота для біженців з України
ოპერაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციული ასისტენტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
ოპერაციული ასისტენტი (Back-office) ავტო იმპორტისა და საერთაშორისო ლოჯისტიკის კომპანიაში

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და სწრაფად მოაზროვნე ადამიანს, რომელიც ჩაერთვება ოპერაციულ პროცესებში და ეტაპობრივად აითვისებს სფეროს.

მოვალეობები:

** ტრანსპორტირების პროცესების ორგანიზებაში დახმარება (Central Dispatch)
** მძღოლებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია
** აპოინთმენტების დაჯავშნა საწყობებში
** ავტომობილების გადაადგილების მონიტორინგი
** ინვოისების მომზადება და მონაცემების აღრიცხვა
** ტრანსპორტირების ინვოისების შექმნა და საიტზე ატვირთვა
** ავტომობილების ფოტოების ატვირთვა სისტემაში

მნიშვნელოვანი:

** პოზიცია არის Back-office — პირველ ეტაპზე კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაცია არ მოითხოვება.
** სამუშაო პროცესი არის სტრუქტურირებული და ეტაპობრივად გადანაწილებული.
** პირველ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს ხელმძღვანელის მხარდაჭერით.

მოთხოვნები:

** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
** დეტალებზე ყურადღება და ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სწრაფი აზროვნება და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი
** გამოსაცდელი ვადა: 2 თვე — 1, 200 ლარი
** ვადის შემდეგ — 1, 500 ლარი
** დამატებითი ბონუსი: სამუშაოს ხარისხისა და შესრულებული ამოცანების მიხედვით გათვალისწინებულია დამატებითი ანაზღაურება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მეილზე: contact@oldbidder.com

CV-სთან ერთად, გთხოვთ, მოგვწეროთ 2-3 წინადადებით, რატომ გაინტერესებთ აღნიშნული პოზიცია.

შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება Zoom-ში ან ოფისში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე