|
დასახელება:
სტიუარდი
|
| მომწოდებელი:
Clocks Hotel Tbilisi
|
|
გამოქვეყნდა: 27 აპრილი
/ ბოლო ვადა: 27 მაისი
|
"CLOCKS HOTEL" აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის პოზიციაზე.
"CLOCKS HOTEL Tbilisi" გახლავთ 65 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში. სასტუმროში დანერგილია საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტები და პრაქტიკები, მათ შორის, შენობის გეგმარების, უსაფრთხოებისა და მენეჯმენტის ნაწილში. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და გამორჩეულია განსაკუთრებული კონცეფციითა და დახვეწილი დიზაინით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ავლაბარი
პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:
** სისუფთავის ნორმების დაცვა სამზარეულოში დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** ჭურჭლის დარეცხვა - დასუფთავება.
** ჭურჭლის სარეცხი მანქანის მუშაობა და ჰიგიენური სამუშაო ნორმების დაცვა, სუფთა გარემოს შენარჩუნება სამზარეულოს მთელ არეალზე
** დადგენილი პერიოდულობით სამზარეულოს არეალის გენერალური დასუფთავება, მათ შორის იატაკის, გამწოვებისა და სამზარეულოს სხვა დანადგარების
** სამზარეულოსა და კვების არეალში განლაგებული ყველა აღჭურვილობის, ინვენტარის წმენდა რეცხვა და საერთო სისუფთავის შენარჩუნება.
** სარეცხი საშუალებების გამოყენება შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და ინსტრუქციის მიხედვით
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
ძირითადი მოთხოვნები და უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა.
** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
კომპანია არის სწრაფად მზარდი თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი მართვის ევროპული სტანდარტებით. ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის თუ ასაკის, სტატუსის თუ კუთვნილების, ან სხვა შეხედულების გამო.
თუ მზად ხართ სწრაფი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის, მაშინ ჩვენი გუნდის ვაკანსიები არის შესაძლებლობა შემოგვიერთდეთ და განვითარდეთ ჩვენთან ერთად. გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე career@chm.ge და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი გარემო ჩვენი სტუმრებისთვის. გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ პოზიციის სათაური.
გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები "შპს ქლოქს მენეჯმენტმა" დაამუშაოს (შეინახოს, შეაგროვოს, დააჯგუფოს, წაშალოს) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 6 თვით.
|
|
|
|