Робота для біженців з України
მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბარს მეკატრონიკი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
კომპანია "ბარს მეკატრონიკი" 1998 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მის მთვარ საქმიანობას სამშენებლო მასალების წარმოება და რეალიზიბა წარმოადგენს. ჩვენი პროდუქცია მოიცავს ალუმინისა და უჟანგავი მეტალის პროდუქტს, კიბისა და აივნის მოაჯირებს, მინის დამჭერებს, ფასადის მოსაპირკეთებელ მასალებს და სხვა.

ბარს მეკატრონიკი აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ლორთქიფანიძის #19გ, სამგორი (ყოფილი კაიროს ქუჩა)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 8:00-18:00
ხელფასი: 1800 ლარი (დამსაქმებელი იხდის საპენსიო შენატანს)

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული შეკვეთების მიღება და გაფორმება
** RS.ge სისტემასთან მუშაობა
** ზედნადებებისა და ინვოისების გამოწერა
** არსებულ კორპორატიულ მომხმარებლებთან ყოველდღიური კომუნიკაციის მართვა
** შეკვეთებთან, მომსახურებასთან და მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით მომხმარებლების მხარდაჭერა
** მომხმარებლის უკუკავშირის შეგროვება და შესაბამის გუნდებთან გადამისამართება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა
** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა
** ანალიტიკური აზროვნება და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: marketing@bars.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე