Робота для біженців з України
უმცროსი საოპერაციო მენეჯერი/ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი საოპერაციო მენეჯერი/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Hazet Georgia
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
188 წლიანი გამოცდილების მქონე გერმანული ბრენდი "HAZET GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი საოპერაციო მენეჯერის/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟი და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურება. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე მიეცემა საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული შესაძლებლობა. ასევე პრეტენდენტი იქნება დატრენინგებული გამოცდილი გუნდის წევრების მხარდაჭერით. კომპეტენციისა და შესასრულებელი საქმის ზრდის შესაბამისად მოხდება მისი ანაზღაურების ანალოგიური მომატება. ჩვენი გუნდის სამუშაო პროცესი დინამიურია და მუდმივად იძლევა ახალი ინციატივების, იდეებისა და გეგმების მიმართ მაღალ მიმღეობას მენეჯმენტის მხრიდან.

პრეტენდენტი მონაწილეობას მიიღებს და დაეხმარება მთავარ საოპერაციო მენეჯერს ისეთი დავალებების შესრულებაში, როგორიცაა:

** ოფისის თანამშრომლების დახმარება სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში;
** ინვოისების/კონტრაქტების გადაგზავნა კონტრაგენტებთან, დისტანციურად ხლემოწერის პროცესის წარმართვა.
** დოკუმენტების დაარქივება, მოწესრიგება, აღწერა;
** ექსელის ბაზებთან მუშაობა
** მეილინგის წარმართვა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სავალდებულოა excel პროგრამის ცოდნა
** სასურველია ინგლისური/რუსული ენების ცოდნა საბაზისო დონეზე
** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა

კომპანია გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის და დაწინაურების შესაძლებლობას;
** იყო მონაწილე ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ორგანიზაციის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების
** მრავალწლიანი გამოცდილების გუნდთან ურთიერთობის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
საათები - 10:00-19:00
ანაზღაურება: 1200-1400 ლარი გამომდინარე კომპეტენციიდან, შემოსავლის უპირობოდ ზრდის პერსპექტივით.
ლოკაცია: თბილისი, დიღომი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hazetgeorgia@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე