Робота для біженців з України
ტექნიკური ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ასისტენტი
მომწოდებელი: სასტუმრო ეპიზოდი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პეკინის ქ. 41
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო ყოველი მესამე დღე, 24-საათიანი ცვლა, თვეში 10 სამუშაო დღე
ბენეფიტები: კვება/დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** ცენტრალური სისტემების მონიტორინგი.
** სისტემაში აღმოჩენილ დაზიანებების შეფასება და აღმოფხვრა.
** მოახდინოს სახანძრო განგაშის შემთხვევაზე დროული რეაგირება.
** შეასრულოს წინასწარ გაწერილი გეგმური სამუშაოების შესრულება: გათბობა გაგრილების სისტემის, როგორც შიდა ასევე გარე ბლოკების ფილტრების დასუფთავება.
** სავენტილაციო სისტემების ფილტრების გაწმენდა.
** სტუმრის მიერ მოთხოვნილი ტექ-დაზიანების შეფასება და აღსრულება.
** სამზარეულოს ელ დანადგარების ტექ-გამართულობისთვის საჭირო პრევენციული და სარემონტო სამუშაოების ჩატარება
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების ხარისხიანი და კეთილსინდისიერი შესრულება, შრომის შინაგანაწესის (არსებობის შემთხვევაში) და პროფესიული დისციპლინის განუყრელი დაცვა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე: career@episodehotels.com, სათაურის ველში მიუთითეთ - "ტექნიკური ასისტენტი".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე