Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი - თბილისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Proprio
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
დეველოპერული კომპანია "LTD PROPRIO" წარმოადგენს საინვესტიციო უძრავი ქონების განვითარების კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის და პრემიუმ კლასის პროექტებზე.

"LTD PROPRIO" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მარჯანიშვილი
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** გამავალი ზარების განხორციელება პოტენციურ კლიენტებთან (Leads);
** კლიენტის მოთხოვნებისა და ინტერესების ზუსტი იდენტიფიკაცია წინასწარ განსაზღვრული საკვანძო კითხვების საშუალებით;
** კომუნიკაციის პროცესში მიღებული მონაცემების სრული და ზუსტი აღრიცხვა CRM პროგრამაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - hr@proprio.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი დამუშავდება "LTD PROPRIO" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენი არსებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე