Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=716931&print=yes&view=jobs
 
ოფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფის მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის (არამედიკამენტების დეპარტამენტში) პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა

ოფის მენეჯერი უზრუნველყოფს ოფისის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიან მართვას. შერჩეული კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზებაზე, ოფისის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფასა და გუნდის ყოველდღიურ მხარდაჭერაზე.

პოზიცია მოიცავს თანამშრომლებთან და მომხმარებლებთან კომუნიკაციას, დოკუმენტბრუნვის მართვას, შეხვედრების კოორდინაციასა და თარგმნის მხარდაჭერას.

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლების შვებულებების, მივლინებების და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტაციის პროცესის კონტროლი და მომზადება;
** ხელშეკრულებების შაბლონების შევსება და ხელმოსაწერად შესაბამის პირებთან მიწოდება;
** დასწრების, შესვენებებისა და სხვა ადმინისტრაციული მონაცემების აღრიცხვა;
** ყოველდღიური საოფისე კომუნიკაციის მართვა (ტელეფონი, ელფოსტა, მომხმარებლები);
** დოკუმენტების, ფაილებისა და ჩანაწერების ორგანიზება, სკანირება და არქივირება;
** შეხვედრების ჩანაწერების მომზადება (სტენოგრაფია);
** შეხვედრებისა და საქმიანი ვიზიტების დაგეგმვა;
** ოფისის ბიუჯეტის და ხარჯების მონიტორინგი;
** საოფისე ინვენტარისა და ტექნიკის მართვა;
** ბიზნეს ცენტრის ადმინისტრაციასთან კოორდინაცია ტექნიკურ საკითხებზე;
** მესამე მხარეებთან კომუნიკაცია ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად;
** საჭიროების შემთხვევაში ინგლისურ-ქართული თარგმნის უზრუნველყოფა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია უცხო ენების მიმართულებით);
** სასურველია სამოქალაქო სამართლის საბაზისო ცოდნა;
** ოფის-მენეჯერის, თარჯიმნის ან რეფერენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, რუსული (მინ. B2 დონე), ინგლისური (მინ. B2 დონე) ენების სრულყოფილად ცოდნა;
** Microsoft Office და სხვა საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
** დავალებების მართვის და პრიორიტეტების ეფექტურად განსაზღვრის უნარი;
** დაკვირვებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პოზიტიური აზროვნების უნარი, ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა,
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, დროის მართვის უნარი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 557577442

საბოლოო თარიღი: 18 მაი. 2026

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/FW7ZQ3RMce
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია