Робота для біженців з України
ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური სპეციალისტის (CCTV Technical Specialist) პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა

ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური სპეციალისტი პასუხისმგებელია კომპანიის ობიექტებზე CCTV სისტემების გამართულ ფუნქციონირებაზე, მონტაჟზე, კონფიგურაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე. პოზიცია მოიცავს სისტემების მუდმივ მონიტორინგს, ინციდენტებზე დროულ რეაგირებას და სხვადასხვა დეპარტამენტებთან კოორდინაციას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ობიექტებზე (აფთიაქები, ოფისები, სასაწყობო ფართები და სხვ.) CCTV სისტემების მონტაჟი, გამართვა და კონფიგურაცია;
** ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ინტეგრაცია VMS პლატფორმებთან (მაგ. Dahua DSS, Milestone და სხვა);
** მომხმარებლის ანგარიშებისა და ჯგუფების მართვა სისტემაში;
** ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მუდმივი მონიტორინგი და ტექნიკურ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება;
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია მინიმუმ ტექნიკურ დონეზე);
** MS Office-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ტექნიკურ ხელსაწყოებთან და დამხმარე მოწყობილობებთან მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალობა, კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 28.05.2026.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 597 002987.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/CDLyPd44S9
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე