Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=716924&print=yes&view=jobs
 
სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: არქ-კონი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
კომპანია "არქ-კონი" 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით.არქ-კონი მუდმივად ზრუნავს დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მომხმარებელს ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით.

არქ-კონის სერვისებში შედის: საფასადე სისტემებისა და ლითონის კონსტრუქციების პროექტირება და მონტაჟი.

პოზიცია: სამუშაოთა მწარმოებელი

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

პოზიციის აღწერა: სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ორგანიზება, კოორდინაცია და შესრულება. სამუშაოების მიმდინარეობის უზრუნველყოფა, დამტკიცებული გეგმის, ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად. ხარისხისა და ვადების კონტროლი. შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

პასუხისმგებლობები:

** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა და ყოველდღიური პროცესის მართვა ობიექტზე;
** სამუშაო ჯგუფების დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
** სამშენებლო მასალების, ხელსაწყოების და ტექნიკის გამოყენების კონტროლი;
** სამუშაოების ხარისხის, გრაფიკისა და მოცულობის ზედამხედველობა;
** ნახაზებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა;
** შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და ანგარიშგება ტექნიკურ ინჟინერთან ან სამშენებლო მენეჯერთან;
** ობიექტზე უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
** ხარვეზებისა და რისკების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრის ღონისძიებების ორგანიზება;
** სამუშაო პროცესში ჩართული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია;
** მშენებლობის მენეჯერთან მჭიდრო, კოორდინირებული საქმიანობა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო ობიექტზე სამუშაოთა მწარმოებლის ან ოსტატის პოზიციაზე;
** სამშენებლო ტექნოლოგიებისა და სამუშაო პროცესების ცოდნა;
** ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა;
** სამშენებლო უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** საოფისე პროგრამებისა და AutoCAD-ის საბაზისო ცოდნა.

აუცილებელი უნარები და კომპეტენციები:

** ორგანიზებული და მიზანმიმართული მუშაობის უნარი;
** ლიდერული თვისებები და გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა;
** კომუნიკაბელურობა და ეფექტური ურთიერთობა სხვადასხვა თანამშრომელთან;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ?

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
** მეგობრული სამუშაო გარემო.
** კარიერული ზრდის პერსპექტივა.

როგორ შევუერთდეთ ჩვენს გუნდს?

თუ გაინტერესებთ ეს პოზიცია და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: k.orvelashvili@arch-con.ge

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განავითარე შენი კარიერა წარმატებულ სამშენებლო პროექტებში!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია