|
დასახელება:
დარბაზის ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
|
გამოქვეყნდა: 27 აპრილი
/ ბოლო ვადა: 27 მაისი
|
"Jibe Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დარბაზის ადმინისტრატორი, ქალაქში - რუსთავი.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
ფილიალი: ქ. რუსთავი, თოდრიას#11
სამუშაო გრაფიკი: (კვირაში 6 დღე) 12:00-20:00
ანაზღაურება: 1600 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 3 თვე - 1400-1500-1600₾)
ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით;
** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი
** კონსულტანტებისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge. ან დაგვიკავშირდით: 557 30 61 69. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/hkVkCD
|
|
|
|