Робота для біженців з України
ბუღალტრის დამხმარე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: ნიუ ენერჯი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
ლითონის კონსტრუქციების მწარმოებელი კომპანია "NEW ENERGY" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარეს პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი: ბათუმი

სამუშაო პირობები:

** ხელფასი: 1000-1500, გამოცდილების შესაბამისად.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

კომპანია ეძებს ფინანსური გამოცდილების მქონე ბუღალტრის დამხმარეს რომელიც მხარდაჭერას გაუწევს მენეჯერს შემდეგ მიმართულებებში:

** ბუღალტრული თვის დახურვების წარმოება
** ფინანსური ანგარიშგებების გამზადება
** ფულადი ნაკადების მონიტორინგი და წარმოება
** რეესტრების აღრიცხვა და დოკუმენტების დამუშავება
** კონტრაგენტებთან ურთიერთქმედება და ნაშთებია დამუშავება
** ბუღალტრული ნაშთების შემოწმება და დამუშავება
** სხვა დავალებები განსაზღვრული მენეჯერის მიერ

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით ან მომიჯნავე სფეროებში
** სასურველია მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში
** სასურველია საბუღალტრო ჩანაწერების წარმოებისა და ადგილობრივი საგადასახადო წესების ცოდნა
** Excel-ის ცოდნა
** ორის ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება
** კომუნიკაციის კარგი უნარი
** მშენებლობის სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გსურთ, ჩვენს გუნდს შემოუერთდეთ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@new-energy.ge გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე