|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Match Up Consulting
|
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
თუ ხარ დაინტერესებული გაყიდვებით, გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, ბიზნეს-პროცესებში მონაწილეობის მიღება და გსურს მონაწილეობა მიიღო სტარტაპის ზრდაში, მაშინ "Match Up Consulting" სწორედ შენ გეძებს - გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!
ჩვენი კომპანიის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესებს მივცეთ მაღალპროფესიონალური HR, იურიდიული, გაყიდვების და მარკეტინგული მიმართულებებით მხარდაჭერა ოპტიმალური დანახარჯითა და მაქსიმალური სარგებლით.
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:
** სამუშაო ფორმატი: სრულიად დისტანციური (Remote)
** ორშ-პარ 12:00-20:00 (შესაძლებელია გრაფიკის ცვლილება)
** ანაზღაურება: გამომუშავებით (გაყიდულიდან ბონუსი)
** კულტურა: ჯანსაღი, კოლეგიალური და შედეგებზე ორიენტირებული გარემო
შენი მთავარი მიზანია:
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად კომპანიის მომსახურებების გაყიდვა.
** მიზნის მისაღწევად დაგჭირდება: მოტივაცია, სწავლის სურვილი და მონდომება.
შენი ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკა იქნება:
** CRM სისტემიდან მომხმარებლებთან კომუნიკაცია
** შემომავალი ზარების მიღება და კონსულტირება
** მომხმარებელთა ბაზის მოძიება (მოძიების მეთოდებს შეგასწავლით ტრენინგზე)
** ცივი ზარების განხორციელება
** მომხმარებლისთვის კომპანიის მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პრეზენტაციის გაგზავნა
** შეხვედრის ჩანიშვნა მომხმარებელსა და მიმართულების წარმომადგენლებს შორის
** კომპეტენციის ფარგლებში და პოზიციის შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება
მნიშვნელოვანია, რომ:
** გქონდეს გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
** გიყვარდეს გაყიდვების პროცესი და იყო შედეგებზე ორიენტირებული
** გიყვარდეს სიახლეები
თუ მზად ხარ განვითარდე და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/oOBFw
|
|
|
|