Робота для біженців з України
დასავლეთ საქართველოს რეგიონის მერჩენდაიზერი/ტრენერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასავლეთ საქართველოს რეგიონის მერჩენდაიზერი/ტრენერი
მომწოდებელი: Toshiba
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
"Midea" წარმოადგენს გაგრილების სისტემებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს მსოფლიოში, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოზე ზრუნვაზე.
"Toshiba" არის იაპონური ბრენდი, რომელიც დაარსდა 1875 წელს და გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიებითა და მაღალი ხარისხით. კომპანია მსოფლიოში აღიარებულია როგორც სანდო და ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი ლიდერი.

"Midea Group" და "Toshiba" აცხადებენ ვაკანსიას ბათუმში-დასავლეთ საქართველოს რეგიონის მერჩენდაიზერ/ტრენერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** რეგიონებისა და სავაჭრო ობიექტების ვიზიტების დაგეგმვა (კვირეული/თვიური გეგმის მიხედვით) და შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან;
** წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით რეგიონებში ვიზიტების განხორციელება;
** ობიექტებზე სტენდების მდგომარეობის მონიტორინგი და შეფასება;
** სტენდების განთავსებისთვის ახალი ლოკაციების მოძიება და შეთანხმება;
** სარეკლამო მასალების განთავსება და განახლება სავაჭრო ობიექტებში
** სტენდებთან დაკავშირებული პრობლემების (დაზიანება, არასწორი განთავსება და სხვა) ოპერატიული მოგვარება;
** სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის პროდუქციისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი ტრეინგების ჩატარება.
** ფოტორეპორტების მომზადება და სისტემატური გაზიარება;
** მაღაზიებში განთავსებული პროდუქციის კონტროლი და აღრიცხვა.
** მაღაზიებში განთავსებული პროდუქციის ფასების კონტროლი.
** ყოველკვირეული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** საკუთარი ავტომობილის ქონა
** სამუშაო გამოცდილება საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში;
** მზადყოფნა ხშირი მივლინებებისთვის დასავლეთ საქართველოს მასშტაბით.

ანაზღაურება: ფიქსირებული - 800 დოლარი.

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 5 სამუშაო დღე;
** 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Nino.k@midea.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევის ეტაპები:

** წარმოდგენილი CV-ების წინასწარი გადარჩევა;
** გასაუბრება;

მოგახსენებთ, რომ კომპანია დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობით და მასშტაბით, რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. კომპანიის მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით კომპანიის მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტური პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით.
მოგახსნებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ, ამასთანავე ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@midea.ge.
გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე