|
დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მეტროპოლ მენეჯმენტ
|
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მარკეტინგის მენეჯერი.
"მეტროპოლ მენეჯმენტი" https://www.metropol.ge/ არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვება/ლანჩი
** ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტის სრული დაფინანსება
** + 5 day off
** Fit pass
** სექტორულად მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტები
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N29.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესრულების მონიტორინგი;
** ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი, ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება
** 360° მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
** ბრენდისა და პერფორმანს კამპანიების სტრატეგიის შემუშავება და ოპტიმიზაცია
** კრეატიული ბრიფების მომზადება და სარეკლამო/კრეატიულ სააგენტოებთან თანამშრომლობა
** სარეკლამო მასალების (ვიდეო, დიზაინი…) შექმნის პროცესის კურაცია და ხარისხის კონტროლი
** მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი (KPI-ებზე დაყრდნობით)
** ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიცირება და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა
** კომპანიის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** პარტნიორებთან (მედია, სააგენტოები, კოლაბორაციები) მოლაპარაკებების წარმოება და მართვა
** პოლიგრაფიული და სარეკლამო მასალების დაგეგმვა და წარმოების კოორდინაცია (ბანერები, პოსტერები, ფლაერები, ვაუჩერები და სხვა);
** დოკუმენტაციის მართვა და დროული აღრიცხვიანობა;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა როგორც ვერბალურად, ისე წერილობით;
** 4+ წლიანი გამოცდილება მარკეტინგში.
** ძლიერი სტრატეგიული აზროვნება და ანალიტიკური უნარები.
** გამოცდილება ბრენდის კომუნიკაციაში.
** სწრაფ გარემოში მუშაობის უნარი.
** ბიუჯეტის და დიდი მოცულობის კამპანიების მართვის უანრი.
** გადაწყვეტილებების მიღების, პრიორიტეტიზაციის და პროცესების მართვის უნარი.
** კრეატიულობა და ინოვაციური მიდგომები.
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პრეზენტაციისა და ბრიფინგის მომზადების უნარები.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით;
გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მარკეტინგის მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|