|
დასახელება:
ტექნიკური კოორდინატორი - UPS სისტემები
|
| მომწოდებელი:
ენ-ჯი-ეს გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
შპს "ენ-ჯი-ეს გრუპი" აიტი ინტეგრატორი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 10 წელია ოპერირებს და თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან.
კომპანიის ძირითადი სერვისებია: IT ინტეგრაცია, საკონსულტაციო მომსახურება და IT პროექტების/პროდუქტების მართვა.
IT ინტეგრატორი კომპანია "ენ-ჯი-ეს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური კოორდინატორის (UPS სისტემები) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის N7
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
შესვენება 14:00-15:00
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქტის შერჩევა და კონსულტაცია: დამკვეთის მოთხოვნების ანალიზი და მათზე მორგებული ოპტიმალური UPS სისტემების შერჩევა ტექნიკური პარამეტრების მიხედვით.
** მწარმოებელთან კომუნიკაცია: მწარმოებელთან მუდმივი კავშირი კონკრეტულ მოდელებზე ტექნიკური კონსულტაციის მიღების, ვადების დაზუსტებისა და ინდივიდუალური შეკვეთების განთავსების მიზნით.
** კომერციული შეთავაზებების მომზადება: ტექნიკური დავალების საფუძველზე პროექტის განფასება, ხარჯთაღრიცხვის მომზადება და კლიენტისთვის შეთავაზების წარდგენა.
** ინსტალაციის მონიტორინგი: ობიექტებზე მიმდინარე სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობა, პროექტთან შესაბამისობისა და სისტემის გამართული მუშაობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ელექტრობის საბაზისო ცოდნა
** პროექტების მართვის ან ტექნიკურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ტექნიკური ან IT მიმართულებით განათლება (შესაძლებელია დამწყები კანდიდატიც)
** ენების ცოდნა: ინგლისური - B2
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და სქემების გაგების უნარი
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური უნარები: ტექნიკური მონაცემების დამუშავებისა და შედარებითი ანალიზის უნარი.
** კომუნიკაბელურობა: კლიენტებთან და პარტნიორებთან პროფესიული ურთიერთობის დამყარების უნარი.
** ორგანიზებულობა: რამდენიმე პარალელური პროექტის (შერჩევა, შეთავაზება, მონტაჟი) მართვისა და დროის განაწილების უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა: ტექნიკური სპეციფიკაციების სიზუსტის კონტროლი.
ენ-ჯი-ეს გრუპში დაგხვდება:
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** კორპორატიული ტრენინგები და სერტიფიკაციის მხარდაჭერა
** დინამიური, მეგობრული გარემო და საინტერესო პროექტები;
** ახალი ტექნოლოგიებთან მუდმივი კონტაქტი
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - Hr@ngsgroup.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ტექნიკური კოორდინატორი (UPS სისტემები).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|