Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=716647&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური კოორდინატორი - Aerocom სისტემები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური კოორდინატორი - Aerocom სისტემები
მომწოდებელი: ენ-ჯი-ეს გრუპი
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
შპს "ენ-ჯი-ეს გრუპი" აიტი ინტეგრატორი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 10 წელია ოპერირებს და თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან.

კომპანიის ძირითადი სერვისებია: IT ინტეგრაცია, საკონსულტაციო მომსახურება და IT პროექტების/პროდუქტების მართვა.

IT ინტეგრატორი კომპანია "ენ-ჯი-ეს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური კოორდინატორის (Aerocom სისტემები) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის N7
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
შესვენება 14:00-15:00
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** საპროექტო სამუშაოები: მწარმოებელ კომპანიასთან კომუნიკაცია, საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და ტექნიკური სპეციფიკაციების შეთანხმება.
** მონიტორინგი და კონტროლი: ინსტალაციის პროცესის ზედამხედველობა, განსაკუთრებული აქცენტით პროგრამული უზრუნველყოფის გამართვასა და კონფიგურაციაზე.
** ხარჯთაღრიცხვა: პროექტის საბოლოო განფასების მომზადება და მასალების ოპტიმიზაცია.
** ტექნიკური მხარდაჭერა: სისტემის საექსპლუატაციო პირობების კონტროლი და ელექტრონული კომპონენტების ფუნქციონირების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ელექტრობის საბაზისო ცოდნა
** პროექტების მართვის ან ტექნიკურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ტექნიკური ან IT მიმართულებით განათლება (შესაძლებელია დამწყები კანდიდატიც)
** ენების ცოდნა: ინგლისური - B2
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და სქემების გაგების უნარი

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება: ტექნიკური ხასიათის ამოცანების სწრაფი იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი.
** სტრუქტურირებული მუშაობა: მონაცემების სისტემატიზაციისა და ზუსტი აღრიცხვის უნარი.
** პროფესიული ზრდის სურვილი: ახალი, სპეციფიკური ტექნოლოგიების ათვისების მაღალი მოტივაცია.
** დეტალებზე ორიენტირებულობა: პროექტის განფასებისა და მონტაჟის ეტაპზე მაღალი პასუხისმგებლობა.

ენ-ჯი-ეს გრუპში დაგხვდება:

** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** კორპორატიული ტრენინგები და სერტიფიკაციის მხარდაჭერა
** დინამიური, მეგობრული გარემო და საინტერესო პროექტები;
** ახალი ტექნოლოგიებთან მუდმივი კონტაქტი
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - Hr@ngsgroup.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ტექნიკური კოორდინატორი (Aerocom სისტემები).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია