|
დასახელება:
1C ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
Glass Work
|
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.
კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)
სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ.
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი, მზარდი 3 თვის შემდეგ.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შიდა გადაადგილებების პროგრამაში ასახვა და ზედნადებების გამოწერა;
** საწყობში არსებული სასაქონლო ნაშთების პროგრამული კონტროლი და ინვენტარიზაცია;
** სასაქონლო-მატერიალურ მარაგებთან დაკავშირებული არაყოველდღიური სხვა ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
** საქონლისა და მომსახურების შემოსავლის გატარება;
** მასალა/ ნედლეულის ჩამოწერა;
** ყოველთვიური სამეურნეო და სარემონტო ხარჯების პროგრამაში გატარება;
** ანგარიშფაქტურების ატვირთვა.
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურობა;
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტრული პროგრამის (1C) მაღალ დონეზე ცოდნა - აუცილებელი პირობაა;
** უმაღლესი განათლება ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** საწარმოს ტიპის კომპანიაში მუშაობის გამოცდილება - ჩაითვლება უპირატესობაში.
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** სასურველია ინგლისური/რუსული ენების ფლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@glasswork.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|