Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=716454&print=yes&view=jobs
 
შრომის უსაფრთხოებისა და სისუფთავის კონტროლის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოებისა და სისუფთავის კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: შარავანდი
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
შპს "შარავანდი" არის პოლიგრაფიული კომპანია (სტამბა), რომელიც 25 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს პოლიგრაფიული მომსახურების სრულ სპექტრს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოებისა და სისუფთავის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობა;
** საწარმოში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
** თანამშრომლების სამუშაო ფორმებისა და ჰიგიენის შემოწმება;
** დამლაგებლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი.

ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში გათვალისწინებულია 1200 ლარი (ხელზე ასაღები თანხა). გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ ეტაპობრივი ზრდა 1500 ლარამდე (კვალიფიკაციის და პროფესიული განვითარების შესაბამისად).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** შრომის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 08:45-17:45 (შესვენება 1 საათი).
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 108

ბენეფიტები:

** Fitpass (ფიტპასი);
** უფასო კვება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.jobs.vacancyy@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "შრომის უსაფრთხოებისა და სისუფთავის კონტროლის სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია