Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=716442&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მედ-დიაგნოსტიკა
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
სამედიცინო კომპანია შპს "მედ-დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (განიხილება არასრული განაკვეთიც), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებით და უნარებით, შეთანხმებული ფიქსირებული ანაზღაურება მზარდი ბონუსებით
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** კომპანიის პროდუქტის შეთავაზება და გაყიდვა;
** მომხმარებელთა ბაზების სეგმენტაცია, ფორმირება, მართვა და განვითარება;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმართვა;
** კონტროლი/მონიტორინგი ყველა საჭირო პროცედურაზე, იმისათვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება;
** არსებულ მომხმარებელთან ურთიერთობის განვითარება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება და განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** აუცილებელია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება 5-10 წელი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური;

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება

რას გთავაზობთ კომპანია:

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** საბონუსე სისტემას;

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია