Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=716437&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
"ტრანსპორტერი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მარკეტინგის მენეჯერი.

კომპანია "ტრანსპორტერი" წარმოადგენს მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრს ამიერკავკასიაში. "ტრანსორტერი" ექსკლუზიური დისტრიბუტორია 80-ზე მეტი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N70
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, რომელიც მიმართულია გაყიდვების ზრდაზე;
** კომპანიის ცნობადობის ამაღლება;
** ციფრული არხების (სოც. მედია, ვებ.გვერდები, იუთუბი და ა.შ.) მართვა და განვითარება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, შესრულება და ანალიზი;
** კლიენტების ბაზის წარმოება და მარკეტინგული მიზნებისთვის ეფექტურად გამოყენება;
** ბაზრის კვლევა, მომხმარებლის ქცევის ანალიზი და მოთხოვნებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
** გარე პარტნიორებთან და მომწოდებლებთან (საერთაშორისო ბრენდებთან) თანამშრომლობა;
** ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა პარტნიორებთან კო-ბრენდირებული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
** მარკეტინგული ხარჯების მონიტორინგი და ანალიზი.
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და მენეჯმენტთან;

მოთხოვნები:

** მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სტრატეგიული მარკეტინგის ცოდნა და გამოცდილება;
** ანალიტიკური უნარების მაღალი დონე (კამპანიების შედეგების ანალიზი, შედეგებზე და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები);
** სოციალური მედიის პლატფორმებისა და თანამედროვე მარკეტინგული ინსტრუმენტების ცოდნა;
** ორგანიზების, ლიდერობის და გუნდური მუშაობის უნარი;
** უპირატესად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება მოტო-რეკრეაციული ტექნიკის სექტორში ან ინტერესი/გატაცება ამ მიმართულებით.
** უპირატესად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება მოტო-რეკრეაციული ტექნიკის სექტორში ან ინტერესი/გატაცება ამ მიმართულებით.

რას გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** გამოცდილ და ამბიციურ გუნდთან ერთად მუშაობას;
** ინოვაციურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** პრემიუმ კლასის საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის უნიკალური შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე არაუგვიანეს 2026 წლის 3 მაისისა.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/dtTO9PDd
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია