Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=716428&print=yes&view=jobs
 
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: Biji Architecture
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
საპროექტო კომპანია "Biji Architecture" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ლისის ტბის ტერიტორია

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შედგენა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის ასაღებად საჭირო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადება;
** არსებული პროექტების კორექტირება/ცვლილება/საინჟინრო პროექტებთან შესაბამისობაში მოყვანა და შედარება;
** მასალათა უწყისის მომზადება/დათვლა;
** საპროექტო პროცესის ყველა ეტაპში აქტიური მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა: AutoCAD/Revit/ArchiCad;
** არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა;
** სასურველია პორტფოლიოს წარმოდგენა.

კანდიდატები შეირჩევიან სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: irakligogokhia@bijiarch.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია