Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=716403&print=yes&view=jobs
 
სტაჟიორი გაყიდვების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი გაყიდვების მიმართულებით
მომწოდებელი: Ink & Ease
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
კონტენტ სააგენტო "Ink & Ease" ეძებს მოტივირებულ და კომუნიკაბელურ სტაჟიორს გაყიდვების მიმართულებით, რომელიც ნახევარ განაკვეთზე ჩაერთვება სააგენტოს ზრდის პროცესში.

პოზიცია განკუთვნილია დამწყები კანდიდატისთვის ან სტუდენტისთვის, რომელსაც სურს პრაქტიკული გამოცდილების მიღება გაყიდვებში, B2B კომუნიკაციაში და კრეატიულ ინდუსტრიაში მუშაობაში.

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი. გრაფიკი შეთანხმებით, მოქნილი საათებით
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება. ბონუსი თითოეულ წარმატებით დანიშნულ შეხვედრაზე. ბონუსის პირობები წინასწარ განისაზღვრება და გამჭვირვალედ შეთანხმდება.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კონკრეტულ სექტორში პოტენციური კომპანიების მოძიება
** ბაზრის კვლევა და საინტერესო ბრენდების იდენტიფიცირება
** კომპანიებთან პირველადი დაკავშირება (LinkedIn, ელ.ფოსტა, სატელეფონო კომუნიკაცია)
** შეხვედრების ორგანიზება და კალენდარში ჩანიშნვა
** კომუნიკაციის პროცესის მოკლე ანგარიშგება

სტაჟიორი არ იქნება პასუხისმგებელი გაყიდვის დახურვაზე. მისი მთავარი როლი იქნება კვალიფიციური შეხვედრების ინიცირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სტუდენტის სტატუსი ან დამწყები კარიერული ეტაპი
** კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინტერესის არსებობა გაყიდვების და ბიზნეს კომუნიკაციის მიმართულებით
** საბაზისო ცოდნა LinkedIn-ისა და ელ.ფოსტის კომუნიკაციის შესახებ

გაყიდვების გამოცდილება არ არის აუცილებელი. მნიშვნელოვანია მოტივაცია და სწავლის სურვილი.

რას გთავაზობთ:

** პრაქტიკული გამოცდილება B2B გაყიდვებში
** მენტორინგი და პროცესების სწავლება
** რეალურ პროექტებში ჩართვა

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგვიგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ.ფოსტაზე: inkandeaseagency@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია