|
დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
დეკო მარტ
|
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
კომპანია "Deco Mart" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში წესრიგისა და დისციპლინის უზრუნველყოფა
** პროდუქციის მიღების, დასაწყობებისა და გაცემის პროცესების კონტროლი
** მარაგების ზუსტი აღრიცხვა და ნაშთების მუდმივი მონიტორინგი
** საწყობში პროდუქციის სწორად განთავსება და მარკირება
** სასაქონლო მოძრაობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა
** ხარისხის კონტროლი
** საწყობში უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმების დაცვა
** ყოველდღიური ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი დეპარტამენტებისთვის
** შეკვეთების მომზადება და საჭირო პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საწყობში მუშაობის გამოცდილება
** გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00-18:00), შაბათ-კვირა დასვენება
ლოკაცია: თბილისი, ა. შეშელიძის ქ. 3ა
ანაზღაურება: 1500 ლარიდან + ბონუსები
ანაზღაურება და ბენეფიტები იზრდება თქვენი უნარებისა და სამუშაოში განვითარების შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: decomart.a1@gmail.com და სათაურში მიუთითოთ: "საწყობის მენეჯერი"
|
|
|
|