Робота для біженців з України
სავაჭრო ქსელის დისტრიბუტორის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო ქსელის დისტრიბუტორის დამხმარე
მომწოდებელი: ბარისტო
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
კომპანია "ბარისტო" ყავის და სნექის ვენდინგ აპარატების ერთ ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელია საქართველოში.

მიმდინარე ეტაპზე კომპანია წარმოდგენილია: 400 -ზე მეტი ქსელური სავაჭრო ობიექტით და ასევე აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკური სერვისის მიმართულებებს.

ჩვენს გასაცნობად გადმოდი ბმულზე: https://baristo.ge/ka

ამჯერად კომპანია "ბარისტო" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ქსელის დისტრიბუტორის დამხმარეს პოზიციაზე

ანაზღაურება: 1400 ლარი NET
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00
სამსახურის მდებარეობა: თბილისი, ქსნის 52

მოვალეობები:

სავაჭრო ქსელის დისტრიბუტორ-ოპერატორის დახმარება სამუშაოს სრულფასოვნად და ხარისხიანად განხორციელების მიზნით, რაც გულისხმობს: ქსელში წარმოდგენილი აპარატების მუდმივად გამართულ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა "ბ" კატეგორია (მექანიკა)და მართვის გამოცდილება.
** ტექნიკური უნარ ჩვევების ქონა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე: hr@baristo.ge; სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ტელ: 598 443 903

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია შპს "ბარისტომ" დაამუშაოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურის წარმართვა - კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ამ და ასევე შესაძლო სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე