Робота для біженців з України
ელექტრო მექანიკური ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო მექანიკური ინჟინერი
მომწოდებელი: საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
სს "საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები" აცხადებს გრძელვადიანი პოზიციას — ელექტრო მექანიკური ინჟინრის ვაკანსიაზე.

პოზიციის მიზანია კომპანიის ჰიდროელექტროსადგურების და ქარის ელექტროსადგურის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** შპს "საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების" მისიის, მიზნების, ფასეულობებისა და ღირებულებების ცოდნა და გაზიარება;
** შრომითი ხელშეკრულებითა და წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული პირობების სრულყოფილად შესრულება და დაცვა;
** ჰიდროელექტრო სადგურის და ქარის ელექტროსადგურის ოპერირებისთვის საჭირო ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების: გენერატორების, ტრანსფორმატორების, ტურბინების და სხვა გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ელექტრო მოწყობილობების, მექანიკური დანადგარების და სხვა დამხმარე აღჭურვილობების გეგმიური შემოწმების წარმოება, პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების წარმოება;
** მასშტაბური დაზიანების შემთხვევაში დაზიანების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება, უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება და აღდგენითი სამუშოების ორგანიზება/მონიტორინგი;
** მაღალი ძაბვის მოწყობილობების ოპერირება;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა:
1. სამუშაო გრაფიკების შემუშავება;
2. პერსონალის დასწრების მონიტორინგი და აღრიცხვა;
3. პერსონალის უზრუნველყოფა ადგილზე სწავლებით;
4. შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
5. კომპანიაში დანერგილი ახალი ინსტრუქციების, ნორმატიული აქტების, მეთოდოლოგიის გაცნობა;
6. მუდმივი ზრუნვა დაქვემდებარებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
** მის ბალანსზე დარიცხული ინვენტარის მოვლა-პატრონობა; ინვენტარის, დანადგარებისა და აგრეგატების ექსპლუატაციის წესების სრული დაცვით ოპერირება;
** დაქვემდებარებულთა შორის ტექნიკური ექსპლუატაციის და დისციპლინარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** სამუშაოების წარმოებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების და ნორმების, ასევე კომპანიის შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული ნორმატიული დოკუმენტების და ინსტრუქციების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანიაში არსებული დისციპლინარული ზომების ამოქმედება;
** დაქვემდებარებული პერსონალის საჭირო ინვენტარითა და კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა;
** დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ რეგულარული რეპორტების მომზადება;
** აუცილებელი ხშირი ვიზიტები ჰიდროელექტროსადგურებსა და ქარის ელექტროსადგურზე;
** დაკისრებული მოვალეობის დროულად და ხარისხიანად შესრულება;
** კომპანიის შინაგანაწესის, დებულებებისა და ბრძანებების შესრულება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ენერგეტიკის განხრით;
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ელექტრო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
** ელექტრო და მექანიკურ ნაწილებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
** ტექნიკური ნახაზების და დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;
** უსაფრთხოების სტანდარტებისა და რეგულაციების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაციის ძლიერი უნარ-ჩვევები;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** კოლეგიალურობა და გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@grpc.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე