|
დასახელება:
უმცროსი შესყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Merlons
|
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორატიულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.
ვეძებთ უმცროს შესყიდვების სპეციალისტს.
ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142
ანაზღაურება: 1200 ლარი
გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე - 09:00- 18:00 საათამდე (დასვენება შაბათი-კვირა)
ფუნქცია-მოვალეობები:
** დატვირთვის სიის გადახედვა, ინვოისებში მითითებული ფასების კონტროლი და მათი შესაბამისობის გადამოწმება წინასწარ შეთანხმებულ პირობებთან; ინვოისების მუდმივი განახლება და გუნდისთვის გაზიარება.
** პროდუქციის ფასების ფაილების (Price Lists) მომზადება, ახალი პროდუქტების ბაზაში რეგისტრაცია და მონაცემთა (დასახელებების) სიზუსტის ვერიფიკაცია.
** ნაშთების ქონის კოეფიციენტის ფაილის მომზადება ყოველკვირეულად.
** საცალო მომხმარებლებისა და საჭირო სათადარიგო ნაწილების შეკვეთების განთავსება.
** არსებულ პარტნიორებთან კომუნიკაცია და საერთაშორისო ბაზარზე კონკრეტული პროდუქციის მოძიება.
** ყოველთვიური ანგარიშგება ბუღალტერიისთვის (FOC ინვოისების, Debit Note-ების მომზადება და გაგზავნა).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (საერთაშორისო შესყიდვები ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
** კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
** მზარდ ანაზღაურებასა
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@vitra.com.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი შესყიდვების სპეციალისტი".
დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე:
https://merlons.ge/ka/
https://www.facebook.com/Merlons.ge
http://vitra.com.ge/
https://www.facebook.com/VitraGeorgia
|
|
|
|