Робота для біженців з України
ადმინისტრატორი-ბარისტა - კონდიტერია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი-ბარისტა - კონდიტერია
მომწოდებელი: Shalima Desserts
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
"Shalima Desserts" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორი-ბარისტას (კონდიტერია) პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ვაკე
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი (Full-time)
სამუშაო გრაფიკი: 2/2, 07:00 - 19:00
ანაზღაურება: 60 ლარი ცვლაში + ბონუს სისტემა; ბონუსები პირდაპირ დამოკიდებულია თანამშრომლის გაყიდვების უნარებზე.

აღწერა: ვეძებთ პასუხისმგებელ და ენერგიულ თანამშრომელს, რომელსაც უყვარს ესთეტიკა და ადამიანებთან ურთიერთობა.

"Shalima Desserts" — კონდიტერია ვაკეში, მრგვალი ბაღის მიმდებარედ, რომელიც ქმნის დელიკატურ, ნაკლებად ტკბილ და ესთეტიკურ დესერტებს. ჩვენი მთავარი პროდუქტი არის ხაჭოს რგოლები სეზონური გემოებით.

მოვალეობები:

** სტუმრების მომსახურება, გაყიდვები და დამატებითი გაყიდვები
** სასმელების მომზადება
** ვიტრინის კონტროლი და შევსება
** დესერტების შეფუთვა take away-სთვის
** სისუფთავის დაცვა
** შეკვეთების მართვა (Wolt)
** მუშაობა Poster სისტემაში

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა და დეტალებზე ყურადღება
** პუნქტუალურობა
** ქართული ენის ცოდნა (აუცილებელია)
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული
** სასურველია სამუშაო გამოცდილება

დამატებითი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელმა საკუთარ თავს დაუსვას კითხვა: "მე ვიყიდდი ამ დესერტს ასეთი მომსახურების შემდეგ?"

აპლიკაცია:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

** სამუშაო გამოცდილება
** ენების ცოდნა
** გაქვთ თუ არა მუშაობის ნებართვა საქართველოში

საკონტაქტო ტელეფონი: +995 598 444 764
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე