Робота для біженців з України
რეალტორი/უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეალტორი/უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: Space Key
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
უძრავი ქონების სააგენტო "Space Key" აცხადებს ვაკანსიას  რეალტორის /უძრავი ქონების აგენტის  პოზიციაზე.

თუ ხარ მოტივირებული და გაქვს შესაფერისი შემართება, გახდე ყველაზე დინამიური გუნდის წევრი, მაშინ ეს სამსახური შენთვისაა. ჩვენ მზად ვართ შეგასწავლოთ ეს საქმე მაქსიმალურად დეტალიზირებულად და პროფესიონალურად, რათა თქვენ მარტივად იპოვოთ თქვენი თავი ამ სფეროში, სადაც კომფორტულ სამუშაო სივრცეში გამოიმუშავებთ სოლიდურ თანხებს, რაც გახდება თქვენი შემოსავლის წყარო და იქნებით ფინანსურად დამოუკიდებელი. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გახდეთ გამოცდილი და მომხმარებელზე ორიენტირებული გუნდის წევრი. გარდა ამისა, კომპანია საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ცოდნა და გამოცდილება, გამოიმუშაოთ უნარ-ჩვევები და გახდეთ უძრავი ქონების წარმატებული აგენტი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერულ წინსვლას
** ტრენინგებს
** მეგობრულ, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლას;
** 50% აგენტის საკომისიო მისი ნებისმიერი დახურული ქეისიდან;
** ანაზღაურება 1000 დან 5000 ლარამდე დამოკიდებულია კანდიდატის შრომისმოყვარეობაზე.
** სხვა დამატებითი ბენეფიტები, რომელსაც ადგილზე გაგაცნობთ, გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, მაგრამ არ არის სავალდებულო.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზო დონეზე
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა

სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00-მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით არის სავალდებულო, შაბათ-კვირას აგენტი იმუშავებს სურვილისამებრ, თუმცა იქნება ბენეფიტები.
მისამართი: დავით გამრეკელის ქუჩა 1.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: spacekey2023@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უძრავი ქონების აგენტი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591331101

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე