|
დასახელება:
აზერბაიჯანულენოვანი გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სისიემეი გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
კომპანია "CCMA GROUP" აცხადებს ვაკანსიას აზერბაიჯანულენოვანი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00; შაბათ-კვირა დასვენება;
ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი;
ლოკაცია: ქ. თბილისი;
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციასთან დაკავშირებით ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ჩანიშვნა და ასორტიმენტის შერჩევის პროცესის წარმართვა;
** შერჩევის პროცესის საფუძველზე კლიენტისთვის პროდუქციის ფასებისა და მახასიათებლების მიწოდება;
** კლიენტების შეკვეთების პროგრამულად ასახვა;
** პოტენციური მომხმარებლების მუდმივი მოძიება და მათთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
** პროდუქციასთან დაკავშირებით პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა;
** გაყიდვების დაგეგმვა, გეგმების შესრულების მონიტორინგი და ანალიზი;
** გაყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციის მართვა;
** მოლაპარაკებიდან შეკვეთის დასრულებამდე სრული ციკლის კონტროლი;
** კლიენტების შეკვეთების ისტორიისა და მოხმარების ანალიზი;
** ხელახალი შეკვეთების ინიცირება;
** პერიოდული შეთავაზებებისა და ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა კლიენტებისთვის;
** კომპანიის ლოგისტიკურ, ფინანსურ და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო კომუნიკაცია;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება პოზიციის სამუშაო პროცესის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია აზერბაიჯანული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ccma-group.com.
სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|