Робота для біженців з України
მიწოდების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიწოდების ოფიცერი
მომწოდებელი: ჰორეკა
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
კომპანია "ჰორეკა" დაარსდა 2008 წელს, რომლის საქმიანობის სფეროა კორპორატიული ჰიგიენა. კომპანია ახდენს საქართველოში არსებული ბიზნესების პროფესიონალური ჰიგიენური საშუალებებითა და სერვისებით უზრუნველყოფას.

უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ლინკს: https://horeca.ge/

შპს "ჰორეკა" ეძებს გუნდის ახალ წევრს მიწოდების ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
ანაზღაურება: 950 ლარი + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების დროული და უსაფრთხო მიწოდება;
** მიწოდების პროცესის ორგანიზება და გრაფიკის დაცვა;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და გადაცემა;
** კლიენტებთან კომუნიკაცია მიწოდების პროცესში;
** კომპანიის სტანდარტებისა და წესების დაცვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა C კატეგორია.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: hr@horeca.ge (წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება).

გაცნობებთ, რომ შპს "ჰორეკა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე