Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=715965&print=yes&view=jobs
 
ხილ-ბოსტნის კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხილ-ბოსტნის კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია "Gastronome" ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი "Brunch"-ისგან და კონცეპტუალური მაღაზიით - "Kitchen and Living".

ჯგუფს 2024 წელს შეემატა "Tartine et Chocolat" - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

"Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს ხილ-ბოსტნის კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
ბენეფიტი: ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და ყოველდღიური კომუნიკაცია
** ხილ-ბოსტნის ასორტიმენტის სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა სეზონურობის გათვალისწინებით
** მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება
** შესყიდვების პროცესის ორგანიზება, ოპტიმიზაცია და ხარისხის უწყვეტი კონტროლი
** ფასწარმოების სტრატეგიის განსაზღვრა, მარჟების კონტროლი და გაყიდვების ანალიტიკა
** გაყიდვების ანალიზი და პროგნოზირება
** მარაგების მართვა და დანაკარგების მინიმიზაცია
** აქციების დაგეგმვა მარკეტინგის გუნდთან ერთად
** კონკურენტების მონიტორინგი და ბაზრის ტენდენციების ანალიზი
** მაღაზიებში პროდუქციის სწორად განლაგების კონტროლი

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება Retail ან FMCG სექტორში (აუცილებელია ხილ-ბოსტნის მიმართულებით)
** იმპორტის ოპერაციების მართვის გამოცდილება საერთაშორისო მომწოდებლებთან
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის უნარი
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი ორგანიზებულობა

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 მაისამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია