Робота для біженців з України
ანალიტიკისა და ფინანსური რეპორტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანალიტიკისა და ფინანსური რეპორტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს.

კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

"ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას: ანალიტიკისა და ფინანსური რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო დრო: სრული, კვირაში 40 საათი

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ფინანსური აღრიცხვის პროცესების ოპტიმიზირება, მართვა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესის კოორდინირება;
** აქტივებისა და ძირითადი საშუალებების ეფექტური მართვაში ჩართვა;
** აუდიტის პროცესში აქტიური ჩართულობა;
** წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი.

საჭირო კვალიფიკაცია და გამოცდილება:

** 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის მიმართულებით;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** 1C ERP პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

კომპეტენცია და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და საქმის ბოლომდე მიყოლის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

კომპანიის შეთავაზება:

** თანამშრომლის წილი საპენსიო შენატანის (2%) დაფარვა
** ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პაკეტი
** კომპანიის პროდუქციაზე ფასდაკლება

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის subject-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მაისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე