|
დასახელება:
ელექტრო ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
სთათიკ ლინკ
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 21 მაისი
|
"სთათიქ ლინკში" ელექტრო ინჟინრის ვაკანსია გვაქვს!
"სთათიქ ლინკ" დაარსდა 2019 წელს. კომპანია ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე სპეციალიზებულია საინჟინრო სისტემების პროექტირების, ინსტალაციისა და შემდგომი სერვისების მიმართულებით.
ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: HVAC (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია); წყალმომარაგება-წყალარინება (Plumbing); სანიაღვრე, ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის სისტემები; ელექტრობა და სუსტი დენები.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/StaticLinkGeorgia/
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 2500 ლარიდან (დამოკიდებულია გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე).
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ძმები კარბელაშვილების ქ.1
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00- 18:00
რა ბენეფიტებს მიიღებთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი
** Fitpass
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, პოზიტიური სამუშაო გარემო
** სასწავლო და კარიერული განვითარების პროგრამები
რისი გაკეთება მოგიწევთ:
** ელექტრო განაწილების დაფების სქემატური და ვიზუალური პროექტირება
** ელექტრო ინსტალაციისთვის საჭირო მასალების სიის მომზადება და შესყიდვების მართვის მხარდაჭერა
** ელექტრო სისტემების ტესტირებასა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესის მონიტორინგი
** არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და მათი ინტეგრირება ელექტრო სისტემებთან
** ელექტრო გაყვანილობისა და უსაფრთხოების სისტემების საპროექტო ნახაზების მომზადება
** მოწყობილობების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და წესების დაცვა
** მომხმარებელთან ერთად დეტალური ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება და კოორდინაცია
** პროექტის ბიუჯეტისა და კალენდარული გეგმის მომზადება
** ობიექტზე ვიზიტი, არსებული პირობების შეფასება და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება
** ბაზარზე არსებული ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესწავლა/დანერგვა
** ხელმძღვანელის ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ:
** სასურველია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი საინჟინრო ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** AutoCAD-ის ცოდნა (Eplan-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** მონაცემთა დამუშავების და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** გასაუბრება.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე: info@staticlink.ge
განაცხადის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
"STATIC LINK" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|