|
დასახელება:
ბიზნეს სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 21 მაისი
|
"აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
მიმწოდებელი: შპს აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (დასვენების დღეები შაბათი/კვირა)
ანაზღაურება: შეთანხმების მიხედვით;
პოზიციის მიმოხილვა:
ბიზნეს სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ცენტრის სრულ ოპერაციულ მართვაზე, სიმულაციურ სასწავლო გარემოსა და მეთოდოლოგიების განვითარებაზე, ისევე როგორც ცენტრის ინტეგრირებაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების
სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებში. ცენტრი სტუდენტებს უზრუნველყოფს პრაქტიკული სასწავლო გამოცდილებით, სადაც თეორიული ცოდნა გამოიყენება სიმულირებულ ბიზნეს-სიტუაციებში — ბიზნეს-გეგმების, კომპანიის მართვის, ბაზრის
ანალიზის, ფინანსური მოდელირებისა და სტარტაპ-პრობლემების გადაჭრის ჩათვლით.
ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლის დეკანის წინაშე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
სტრატეგიული ხელმძღვანელობა:
** ცენტრის სტრატეგიული ხედვის, მისიისა და განვითარების გეგმის შემუშავება ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლის სტრატეგიასთან და უნივერსიტეტის მისიასთან სრულ შესაბამისობაში ყოფნით;
** ცენტრის ოპერაციული ეფექტურობის ყოველწლიური შეფასება; KPI-ების დადგენა, მონიტორინგი და ანგარიშგება;
სიმულაციური სასწავლო გარემოს განვითარება:
** სიმულაციური სასწავლო პროგრამებისა და სცენარების (ბიზნეს სიმულაციები, case-based learning, role-play exercises, virtual business environment) დიზაინი, განხორციელება და განახლება;
** ბიზნეს სიმულაციების პლატფორმების (Cesim, Capsim, SimVenture, TOPSIM, Microsoft Dynamics 365 Business Central-სა და ანალოგების) ადმინისტრირება და პედაგოგიური ადაპტაცია;
** ცენტრის სასწავლო კომპონენტების ინტეგრაცია კონკრეტულ სასწავლო კურსებთან — სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში ცალკეული კურსის ლექტორებთან კოლაბორაცია;
** სტუდენტებისა და სასწავლო ჯგუფების ბიზნეს სიმულაციებში ჩართვა, კოუჩინგი და შედეგების დებრიფინგი;
ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის მართვა:
** ცენტრის ფიზიკური სივრცის, ტექნიკური ინფრასტრუქტურის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ლიცენზიების მართვა;
** ახალი სიმულაციური ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების კვლევა, შეფასება და დანერგვა; ინოვაციური სასწავლო ფორმატების (VR/AR სიმულაციები, gamification, AI-driven scenarios) ათვისება;
** ცენტრის ბიუჯეტის შემუშავება და გონივრული ხარჯვის უზრუნველყოფა;
ინდუსტრიული ჩართულობა და სოციალური ნეთვორქინგი:
** ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს-საზოგადოებასთან, კომპანიებთან, ბიზნეს-ინკუბატორებთან, ასოციაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან პარტნიორობის ჩამოყალიბება რეალური business case-ების, მენტორობისა და სტუდენტთა დასაქმების შესაძლებლობების მოსაპოვებლად;
** ბიზნეს-ჩემპიონატების, case competition-ების, pitch event-ებისა და business challenge ღონისძიებების ინიცირება, ორგანიზება და კოორდინაცია სტუდენტების კომპეტენციების გამოსავლენად;
** კორპორაციებთან კოლაბორაცია ცოცხალი (live) ბიზნეს-სიმულაციური პროექტების (კომპანია, როგორც კლიენტი სტუდენტური გუნდებისთვის) ჩასატარებლად;
პერსონალის მართვა და კოლეგიალური განვითარება:
** ცენტრის პერსონალის (ასისტენტები, ტექნიკოსები) შერჩევა, მომზადება, შეფასება და პროფესიული განვითარება შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;
** ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლის აკადემიურ პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობა სიმულაციური სასწავლო მეთოდების პედაგოგიური ინტეგრაციის მიზნით;
** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან კოლაბორაცია ცენტრის სასწავლო შედეგების (learning outcomes) შეფასებასა და განახლებაში;
ანგარიშგება:
** ცენტრის საქმიანობის, სტუდენტთა ჩართულობის, სასწავლო შედეგებისა და ოპერაციული მეტრიკების შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება სკოლის დეკანისა და ვიცე-პრეზიდენტისთვის;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება:
** მინიმუმ მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში (MBA)/განათლებაში/ეკონომიკაში/მენეჯმენტში ან მჭიდროდ მონათესავე სხვა სფეროში;
** სიმულაციური სწავლებისა და Experiential Learning-ის სფეროში დამატებითი ტრენინგი ან სერტიფიკაცია სასურველია;
პროფესიული გამოცდილება:
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ბიზნეს-სფეროში (ბიზნეს კომპანიაში, კონსალტინგში ან განათლების სექტორში);
** ბიზნეს სიმულაციების, case-based learning ან experiential education-ის სფეროში გამოცდილება სასურველია;
** პროგრამების მართვის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
ცოდნა:
** ბიზნეს-სიმულაციური პლატფორმებისა (Cesim, Capsim, SimVenture ან ანალოგები) და Experiential Learning Theory-ის (Kolb) ცოდნა სასურველია;
** ბიზნეს განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიების ცოდნა: Problem-Based Learning (PBL), Design Thinking, Lean Startup, Agile Management;
** ინსტრუქციული დიზაინის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ციფრული სასწავლო ინსტრუმენტებთან (LMS, Microsoft 365, Google Workspace) მუშაობის გამოცდილება;
** პროექტის მართვის მეთოდოლოგიების (PMP, Agile/Scrum) ძირითადი პრინციპების ცოდნა სასურველია;
სავალდებულო ენები:
** ქართული ენა — C2 სავალდებულო;
** ინგლისური ენა — მინიმუმ B2 (Upper-Intermediate), სავალდებულო: სასწავლო მასალების, პლატფორმების, საერთაშორისო Case studies გამოყენება, საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია და ინგლისურენოვანი სიმულაციური სესიების წარმართვის შესაძლებლობა;
პიროვნული და ლიდერული კომპეტენციები:
** სტუდენტსა და სასწავლო შედეგებზე ორიენტირება;
** ენთუზიაზმი პრაქტიკული, სიმულაციური და ინტერაქტიული სწავლების მეთოდების მიმართ;
** ძლიერი პრეზენტაციისა და ფასილიტაციის უნარი;
** ინოვაციური კულტურისა და ექსპერიმენტირების წახალისების უნარი;
** ორგანიზაციული უნარი: რამდენიმე პროექტის პარალელური მართვის კომპეტენცია;
** გუნდური მუშაობისა და კოლეგიალური თანამშრომლობის უნარები;
განაცხადის წარდგენა:
კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ: CV/რეზიუმე (ქართულ ან ინგლისურ ენაზე);
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@eastwest.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, უნივერსიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.
|
|
|
|