Робота для біженців з України
ბიზნესისა და ტექ. უწყვეტი განათლების სამსახურის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესისა და ტექ. უწყვეტი განათლების სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
"აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უწყვეტი განათლების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
მიმწოდებელი: შპს აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (დასვენების დღეები შაბათი/კვირა)
ანაზღაურება: შეთანხმების მიხედვით

პოზიციის მიმოხილვა:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უწყვეტი განათლების სამსახურის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი განათლების მიმართულებით სასწავლო პროგრამების შემუშავებაზე, განხორციელებასა და ხარისხის უზრუნველყოფაზე. სამსახური ორიენტირებულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში პრაქტიკოსი პროფესიონალების, კომპანიებისა და ორგანიზაციების საჭიროებებზე და სთავაზობს სერტიფიცირების, ტრენინგ-პროგრამების, სასწავლო კურსებისა და კორპორაციული სწავლების სერვისებს. ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ვიცე-პრეზიდენტის წინაშე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება:

** სამსახურის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება, ბიზნეს-მოდელის შექმნა და ბაზრის საჭიროებების ანალიზი
** შრომის ბაზრის ტენდენციების, ინდუსტრიული სტანდარტებისა და competency frameworks-ის მუდმივი მონიტორინგი პროგრამების განახლებისთვის
** წლიური ბიუჯეტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; შემოსავლებისა და ხარჯების მართვა ვიცე-პრეზიდენტთან და ფინანსურ სამსახურთან შეთანხმებით

პროგრამების შემუშავება და მართვა:

** პროფესიული განვითარების პროგრამების პორტფელის ფორმირება: კორპორაციული ტრენინგები, ონლაინ/ჰიბრიდული კურსები, micro-credentials, bootcamp-ები, Executive Education პროგრამები
** სილაბუსების, შეფასების მეთოდოლოგიებისა და learning outcomes-ის შემუშავება ინდუსტრიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში
** პროგრამების ხარისხის შეფასება და განახლება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან კოორდინაციით
** ლექტორებისა და ტრენერების შერჩევა, კოორდინაცია და მხარდაჭერა

კორპორაციული პარტნიორობა და ბაზრის განვითარება:

** კომპანიებთან, ინდუსტრიულ ასოციაციებთან, სახელმწიფო უწყებებთან და პროფესიულ ორგანიზაციებთან პარტნიორობების ჩამოყალიბება და B2B სასწავლო ხელშეკრულებების გაფორმება
** კორპორაციული კლიენტების საჭიროებების ანალიზი და ინდივიდუალური პროგრამების შეთავაზება
** ბრენდის განვითარება და მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა სამსახურის ხილვადობის გაზრდისთვის

ოპერაციული მართვა:

** პროგრამების განრიგის, ლოჯისტიკისა და რეგისტრაციის პროცესების კოორდინაცია
** მონაწილეებთან კომუნიკაცია რეგისტრაციიდან სერტიფიკაციამდე; კმაყოფილების გაზომვა
** KPI-ების, სტატისტიკისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადება და ვიცე-პრეზიდენტისთვის წარდგენა

თანამშრომლობის მართვა:

** საერთაშორისო სერტიფიცირების ორგანოებთან (PMI, HRCI, CompTIA, Microsoft, Google Workspace და სხვ.) პარტნიორობა
** სექტორულ კონფერენციებში, ფორუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა და სამსახურის წარმომადგენლობა

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** მინიმუმ მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში (MBA), განათლების მენეჯმენტში, HR მენეჯმენტში, ტექნოლოგიების მენეჯმენტში ან მონათესავე სფეროებში

პროფესიული გამოცდილება:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება პროფესიული განათლების, კორპორაციული ტრენინგის ან სასწავლო პროგრამების მართვის სფეროში
** B2B გაყიდვების და account management-ის გამოცდილება (სასურველია)
** მინიმუმ 2 წლიანი გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილება

ცოდნა:

** პროფესიული განათლების სისტემებისა და სერტიფიცირების ჩარჩოების ცოდნა (NQF, EQF და სხვ.)
** instructional design და LMS/e-learning პლატფორმების ცოდნა
** Digital Transformation, AI/ML, Agile, Data Analytics ტენდენციების ცოდნა
** ბიუჯეტირებისა და პროექტის მართვის კომპეტენცია

სავალდებულო ენები:

** ქართული ენა — C2 (სავალდებულო)
** ინგლისური ენა — მინიმუმ C1 (Advanced), სავალდებულო
** სხვა ენები — სასურველია

პიროვნული და ლიდერული კომპეტენციები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და დისციპლინა
** სტრატეგიული აზროვნება და მკაფიო ხედვა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** KPI-ებზე ორიენტირებული და შედეგზე ფოკუსირებული მიდგომა
** მოლაპარაკებებისა და ინტერპერსონალური უნარები
** ცვლილებების მართვის უნარი
** სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის უნარი

განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) შემდეგ მისამართზე: HR@eastwest.edu.ge

Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს.

ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე