|
დასახელება:
ელექტრო-მექანიკოსი
|
| მომწოდებელი:
Glass Work
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 21 მაისი
|
კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.
კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)
სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ
განაკვეთი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწარმოო დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური/ელექტრო ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** გეგმიური ტექნიკური მომსახურებისა და პროფილაქტიკური სამუშაოების დროულად შესრულება;
** სათადარიგო ნაწილების საჭიროების განსაზღვრა და შესაბამის განყოფილებასთან კომუნიკაცია;
** საწარმოო პროცესის შეუფერხებლობის უზრუნველყოფა;
** ახალი მოწყობილობა-დანადგარების მონტაჟი/ჩართვა და ტესტირება;
** ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა და სამუშაო ფორმების წარმოება;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** ხელმძღვანელობისათვის დროული ინფორმაციის მიწოდება მოსალოდნელი ან/და არსებული პრობლემების შესახებ;
** ანგარიშგება ხელმძღვანელთან.
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურობა;
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური განათლება (ელექტრო ან მექანიკური მიმართულება);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@glasswork.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|