Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=715840&print=yes&view=jobs
 
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" ვეძებთ იურისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების და სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება, რევიზია და ანალიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** საერთაშორისო სალიცენზიო ან/და ფრენშაიზინგის ხელშეკრულებებზე მუშაობა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
** საერთაშორისო პარტნიორებთან/ბრენდებთან (Hotels & Hospitality sector) სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობა და კორესპონდენციის წარმოება;
** კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და კონსულტირება.
** მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების პერიოდული ანალიზი;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
** სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ადვოკატის მოწმობა სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ (C1) დონეზე;
** საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა (საერთაშორისო კერძო სამართლის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია