Робота для біженців з України
ტალანტების შერჩევის უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტალანტების შერჩევის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ტალანტების შერჩევის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი, ს. ცინცაძის 24ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

** შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა, დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
** ახალი ვაკანტური პოზიციის შესახებ, დაზუსტებული და დეტალური ინფორმაციის მიღება ვაკანსიის მენეჯერისგან, მათ შორის, პოზიციაზე განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ;
** მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვაკანსიის განაცხადის შემუშავება და შესაბამის არხებზე განთავსება;
** აპლიკანტთა რეზიუმეების პირველადი გადარჩევა;
** პირველადი გასაუბრების ჩატარება;
** საჭიროების შემთხვევაში, ტესტების მოძიება/შედგენის უზრუნველყოფა, ტესტირების ჩატარება, შედეგების ანალიზი და შესაბამის ბაზაში ასახვა;
** აპლიკანტების საბოლოო სიის, ე.წ. "შორთლისთის", შექმნა
** ვაკანსიის მენეჯერთან "შორთლისთში" მოხვედრილი აპლიკანტების გასაუბრების ორგანიზება;
** აპლიკანტებისთვის გასაუბრების შედეგების შეტყობინება, შერჩეულ კანდიდატებთან პირობების დაზუსტება/შეთავაზება;
** აყვანილი თანამშრომლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზურნველყოფა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის და თანამშრომლებისთვის;
** კომპანიის მიერ დაგეგმილ, ან მესამე პირების მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში მონაწილეობა.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების ან რელევანტური მიმართულებით;
** აუცილებელია პერსონალის შერჩევის მიმართულებით 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია HRM სისტემების ცოდნა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

განცხადების მიღების საბოლოო ვადაა: 1 მაისი, 2026

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/talantebis-sherchevis-ufrosi-specialisti/786

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე