Робота для біженців з України
ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის ბუღალტერი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას №5 და №7
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2490 - 3980 ლარი (Gross)
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 3

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების (დამატებული ღირებულების გადასახადის, მოგების გადასახადის, ქონების გადასახადის,) მომზადებაში და შემოსავლების სამსახურში წარდგენაში მონაწილეობის მიღება;
** საბუღალტრო პროგრამაში ბუღალტრული გატარების შესრულება;
** დებიტორების და კრედიტორების ანგარიშების კონტროლი, შედარების აქტების მომზადების უზრუნველყოფა;
** ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხვა და კონტროლი;
** კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის ბალანსზე რიცხული აქტივების ინვენტარიზაციისა და სხვა კომისიებში ჩართულობა;
** სტატისტიკური ანგარიშის მომზადება და წარდგენის უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დავალებით სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის მიმართულებით;
** სასურველია ACCA პირველი ან მეორე დონის სერთიფიკატი;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამის ცოდნა; (სასურველია FMG);
** სავალდებულოა MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** აუცილებელია "საქართველოს საგადასახადო კოდექსის" ცოდნა;
** სასურველია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
** სავალდებულოა ბუღალტრად მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.

კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 15 მაისის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე